Hattrick Gears
უმნიშვნელო რამ თქვენი გუნდისთვის
შეარქვით თქვენს ფეხბურთელს ზედმეტსახელი
რომელიმე თქვენი ფეხბურთელისთვის შეურქმევიათ ზედმეტსახელი დანარჩენებს ან ფანებს? თქვენ შეგიძლიათ შეარქვათ თქვენს ფეხბურთელებს ზედმეტსახელები. ზედმეტსახელები გამოჩნდება ფეხბურთელის სახელსა და გვარს შორის. სანამ ეს ფეხბურთელი თქვენს კლუბში ირიცხება, ზედმეტსახელი მუდმივად "შერჩება", ხოლო გაყიდვისას ავტომატურად მოშორდება.
ფეხბურთელები, რომლებიც ტრანსფერზე არიან დაყენებულნი და ისინი ვისაც ნათამაშები აქვს ეროვნული ნაკრების რიგებში, ვერ მიიღებენ ზედმეტსახელს. ზედმეტსახელის არჩევისას, ის უნდა იყოს დამტკიცებულ ზემდეტსახელთა ბაზაში.
ზედმეტი სახელი, რომლის გამოყენებაც თქვენ გსურთ არ არის სიაში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩადოთ მისი დამატება.
ფასი: 5 კრედიტი
ფეხბურთელის სტილი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ფეხბურთელის სტილი, მანამ სანამ ის არ არის ტრანსფერზე დაყენებული. სტილის შეცვლაში იგულიხმება ვარცხნილობა და თმის ფერი, და აგრეთვე დამატება (ან მოშორება) წვერის.
ფასი: 2 კრედიტი
ფეხბურთელის გამოსახულების სრული შეცვლა
თქვენ შეგიძლიათ სრულად შეუცვალოთ ფეხბურთელს გარეგნობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეძლებთ აბსოლუტურად ყველაფრის გადაკეთებას. თუმცაღა, ამისათვის ფეხბურთელი უნდა იყოს თქვენი კლუბის აღზრდილი ან ის უნდა ირიცხებოდეს თქვენს გუნდში მინიმუმ ერთი სეზონის მანძილზე.
სატრანსფერო აუქციონზე განთავსებული ან ეროვნული ნაკრების რიგებში ნათამაშები ფეხბურთელები გამოსახულებას ვერ შეიცვლიან.
ფასი: 4 კრედიტი
შეუერთდით ტურნირს
ტურნირები ჰეთთრიქში წარმოადგენენ არაოფიციალურ შეჯიბრს კლუბებს შორის. თქვენ გაქვთ ორი არჩევანი, თავად შექმნათ ტურნირი თქვენს მეგობრებთან ერთად სათამაშოდ ან შეუერთდეთ რომელიმე უკვე არსებულ ტურნირს. ერთდროულად შეგიძლიათ ითამაშოთ 10-მდე ტურნირში. ტურნირებს აქვთ მოქნილი განრიგი - მატჩების ჩატარება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დროს. აგრეთვე შეგიძლიათ აირჩიოთ ტურნირის სასურველი ფორმატი - თასი ოლიმპიური სისტემით ან ლიგა შემდგომი პლეი-ოფებით. ტურნირიში მონაწილეობის მიღება ერთდროულად შეუძლია 4-დან 64-მდე გუნდს, მაგრამ მონაწილეთა რაოდენობის მიუხედავად ტურნირში გაწევრიანების საფასური ყოველთვის ერთი და იგივეა.
ფასი: 2 კრედიტი
Ladder მატჩები
ladder-ში გაწევრიანებით თქვენ ერთვებით უწყვეტ კონკურსში და აცხადებთ პრეტენზიას, რომ წარმოჩინდეთ საუკეთესო მენეჯერად მთელს რეგიონში, ქვეყანაში, ფედერაციაში ან თუნდაც გლობალური მასშტაბით. მიიღე ეს გამოწვევა და სცადე წარმატების მიღწევა, რათა გახდე მწვერვალის მეფე!
შენიშვნა: თუ თქვენ მოახერხებთ მატჩში გამარჯვებას, ასეთ შემთხვევაში მეტოქის გამოწვევის გადახდილი კრედიტები უკან დაგიბრუნდებათ.
ფასი: 1 კრედიტი
"ორთაბრძოლა"
გსურთ მიუჩინოთ კუთვნილი ადგილი თქვენს ამბიციურ მეგობარს? არ არის საკმარისი თქვენი რეგულარული სამატჩო განრიგი? მაშინ თქვენ "ორთაბრძოლა" დაგეხმარებათ. გამოიწვიეთ ნებისმიერი გუნდი, ითამაშეთ მატჩი, დაიმსახურეთ საკუთარი გუნდის შექების მიზეზი - ეს ასე მარტივია.
ფასი: 1 კრედიტი
Event-o-Matic
გსურთ გახადოთ მომდევნო მატჩი უფრო სახალისო და დასამახსოვრებელი? "Event-o-Matic"-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შესძინოთ განსაკუთრებული ხასიათი მომავალ მატჩს. შეაქეთ ან გააქილიკეთ მოწინააღმდეგე, მოუწოდეთ გულშემატკივრებს მხარდაჭერისკენ ან პატივი მიაგეთ თქვენი კლუბის ისტორიას. თქვენი სურვილისამებრ შერჩეული მოვლენა აუცილებლად ამოქმედდება მატჩის მიმდინარეობისას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ მოვლენებს აქვთ მხოლოდ საპრეზენტაციო ხასიათი და ისინი არ ახდენენ ზეგავლენას მატჩის შედეგზე.
ფასი: 1 კრედიტი
ფეხბურთელის სახელის შეცვლა
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მისცეთ თქვენს ფეხბურთელს ახალი სახელი.
ფეხბურთელებს, რომლებიც დაყენებულნი არიან ტრანსფერზე ან ნათამაშები აქვთ ეროვნული ნაკრების რიგებში, ვერ შეუცვლით სახელს. ძირითადი გუნდის ფეხბურთელს შეიძლება სახელი შეეცვალოს მხოლოდ ერთხელ (ერთი მესაკუთრის ფარგლებში). სახელი, რომლის დარქმევაც გინდათ უნდა იყოს თქვენი ქვეყნის სახელების ბაზაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფეხბურთელს ტრანსფერზე დაყენებისას უბრუნდება თავისი პირვანდელი სახელი, მაგრამ თუ მას მყიდველი არ გამოუჩნდა, ის კვლავ აღიდგენს თქვენს მიერ შერქმეულს სახელს.
გაითვალისწინეთ, რომ სახელის ზოგიერთი კომბინაცია შესაძლოა დაიბლოკოს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეალურად ცნობილი ადამიანების სახელის და გვარის გამოყენება ჰეთთრიქში.
ფასი: 8 კრედიტი
ახალგაზრდული ფეხბურთელის სახელის შეცვლა
ახალგაზრდული აკადემიის ფეხბურთელის სახელის შეცვლას უფრო ნაკლები აკრძალვები აქვს, უბრალოდ სახელი უნდა იყოს თქვენი ქვეყნის სახელების ბაზაში.
ფასი: 4 კრედიტი
მატჩის გადათამაშება
გაინტერესებთ გაარკვიოთ, კანონზომიერად დამთავრდა თუ არა მატჩი? გსურთ გაიგოთ, ხართ თუ არა თქვენ დიდი უიღბლობის მსხვერპლი? იქნებ უბრალოდ მატჩის დაგეგმვის დროს დაუშვით შეცდომა? ახლა თქვენ უკვე გაქვთ ამ საკითხის გადამოწმების საშუალება.
მატჩის გადათამაშების ფუნქცის მიერ, შესრულდება ამ შეხვედრის დამატებითი 20 გადათამაშება. რა დროსაც გამოყენებულ იქნება ზუსტად იგივე მონაცემები, რაც რეალურ მატჩში იყო და ეს თქვენ ამ შეხვედრის შესაძლო საბოლოო შედეგების შესახებ გაცილებით ზუსტი ალბათობის გაგების საშუალებას მოგცემთ! "სუპერ გადათამაშების" ფუნქციის გამოყენების შემთხვევაში, გადათამაშებების რაოდენობა 100-მდე გაიზრდება, ხოლო მისი ღირებულება 5 კრედიტი იქნება.
ამ ფუნქციის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეძლოთ ნებისმიერი მატჩის შედეგის უკეთესად გაანალიზება! თუმცა ამ მატჩების გადათამაშებების შედეგები ზეგავლენას არ მოახდენენ აღნიშნული შეხვედრების უკვე არსებულ რეზულტატზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მატჩის გადათამაშების შედეგი ხელმისაწვდომი იქნება, მისი ჩატარებიდან 2 სეზონის მანძილზე.
ფასი: 3 კრედიტი
სატრანსფერო პერსპექტივა
ვერ იპოვნეთ ფეხბურთელი, რომელსაც ეძებდით? თუ თქვენს ძიებას აქვს 10 ან ნაკლები შედეგი, დაამატეთ სატრანსფერო პერსპექტივა და შემდეგი 2 კვირის განმავლობაში, ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც თქვენს მიერ მოთხოვნილი კრიტერიუმების შესაბამისი ფეხბურთელი სატრანსფერო ბაზარზე გამოჩნდება.
ფასი: 3 კრედიტი