ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

პარტნიორები

Popmundo Battrick
თამაში Popmundo თქვენი ვირტუალური მუსიკალური ცხოვრებისთვისაა შექმნილი, აირჩიეთ თქვენი სტილი, შექმენით ჯგუფი და იმოგზაურეთ მსოფლიოს გარშემო. ამ თამაშში 300 000–ზე მეტ აქტიურ მოთამაშეს შეხვდებით.

ეს თამაში ჰეთთრიქის ძმად ითვლება, რადგან შექმნილია ჰეთთრიქის შემქმნელი შვედური კომპანიის – ექსტრალაივის (Extralives AB) მიერ. ჰეთთრიქის მსგავსად, Popmundo არასოდეს მთავრდება - სადმე ყოველთვის არის კონცერტი, ყოველთვის იწერება ახალი სიმღერები და ტარდება შესანიშნავი საღამოები. ყველა გმირი, რომელთაც ამ თამაშში ხვდებით, რა თქმა უნდა სხვა მოთამაშეები არიან.

Popmundo საინტერესო თამაშია, რომელსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება, თუმცა ის ასევე ცვალებადია. ადვილად შესაძლებელია კვირაში მხოლოდ რამდენჯერმე შემოხვიდეთ და მაინც რეიტინგის სათავეში იყოთ. ამ თამაშის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ასპექტი ისაა, რომ თუ ოდესმე მოგწყინდათ ხახლის ყურადღების ცენტრში ყოფნა, შეგიძლიათ სხვა საქმე გამონახოთ, მაგალითად, გახდეთ კერძო ბიზნესმენი, ააშენოთ საკუთარი იმპერია ან უბრალოდ მიხედოთ ოჯახს.

ბეთთრიქი (Battrick.org) ჰეთთრიქის მსგავსი კრიკეტის მენეჯერია. ეს თამაში უნიკალურია კრიკეტის მოყვარულთათვის და უბრალოდ სპორტის მოყვარულებშიც დიდ ინტერესს იწვევს. იმედი გვაქვს, თქვენც ჩაერთვებით ამ თამაშში.

თამაშის მთავარი პრინციპი ისაა, რომ თქვენ უნდა უხელმძღვანელოთ კრიკეტის კლუბს, ავარჯიშოთ ფეხბურთელები და ათამაშოთ ერთ დღიანი ლიგა და პირველი კლასის შეხვედრები. ასევე შეგიძლიათ საერთაშორისო თასზე მონაწილეობა და ეროვნული ნაკრებების მსოფლიო თასისთვის თვალყურის დევნება. ამ თამაშის საზოგადოება ძალიან მეგობრული და დამხმარეა.

ბეთთრიქი ალან ფეირლი–კლერკის, ჰეთთრიქელისა და ჰეთთრიქის ყოფილი მოდერატორის, და ჰეთთრიქის გუნდის თანამშრომლობით შეიქმნა.
 
Server 071