ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

პერსონალი

თანამშრომლების სწორად არჩევა არის მნიშვნელოვანი ნაწილი კლუბის განვითარებისათვის. მატჩის დღეს შესაძლოა თქვენი კლუბის თანამშრომლები არაფერში არ იღებენ მონაწილეობას, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში ისინი ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს კლუბისათვის. ისინი ეხმარებიან ძირითად მწვრთნელს და თქვენ როგორც მენეჯერმა უნდა აიყვანოთ საჭირო სპეციალისტები გუნდში.

თანამშრომლების ეფექტი და უნარის დონე

ნებისმიერი კონფიგურაციით, გარკვეული დონის სპეციალისტების დაქირავება მისცემს თქვენ გუნდს სტატიკურ ბონუსს. ეს ბონუსი ყოველთვის გამოჩნდება თქვენთან. იმის გამო, რომ გუნდის სტატისტიკა არის დინამიური და იცვლება სხვადასხვა ფაქტორების გამო, შესაძლოა საბოლოო მიღწევა დაქირავებული სპეციალისტების ეფექტისა, წინასწარ ვერ განისაზღვროს. ერთადერთი რაშიც შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული არის ის რომ თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ. სპეციალიტები, რაც უფრო მაღალი დონისანი არიან, მით უფრო მაღალ ბონუსს იღებს გუნდი. ეს ბონუსები არის წრფივი ანუ თუ თქვენ გყავთ რამოდენიმე სპეციალისტი ერთიდაიგივე კატეგორიაში, მათი ბონუსები იკრიბება და ერთად ითვლება. ამრიგად მე-4-ე დონის დამხმარე მწვრთნელი იგივე ეფექტს მოგცემთ როგორსაც მოგცემდათ 2 დამხამრე მწვრთნელი მე–2–ე დონისა. სიმარტივისათვის, თქვენ ყოველთვის დაინახავთ აქტუალურ ბონუსს მიმდინარე თანამშრომლების გათვალისწინებით ან იმ გეგმის მიხედვით რომელსაც აირჩევთ თანამშრომელთა გვერდზე. ცხრილი თანამშრომელთა კატეგორიებისა და ბონუსები იქნება ამავე სექციის ბოლოში.

თქვენი თანამშრომლების ზომა

თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ჯამში 4 თანამშრომელი და ამასთან დასაშვებია მაქსიმუმ 2 დამხმარე მწვრთნელის ყოლა. სხვა სპეციალობის თანამშრომლები კი შეგიძლიათ გყავდეთ მხოლოდ თითო თითო.

დაქირავება და განთავისუფლება

როდესაც სპეციალისტს ქირაობთ, თქვენ უნდა აირჩიოთ კონტრაქტის ხანგრძლივობა, რომელიც შეიძლება მერყეობდეს 1-დან 16 კვირამდე.ხანგრძლივი კონტრაქტის დადების დროს სპეციალისტის ყოველკვირეული ხელფასი უფრო დაბალი იქნება. თუ თქვენ გეგმები შეგეცვლებათ და დაგჭირდებათ ადგილის გამონთავისუფლება, უკვე დადებული კონტრაქტების გაუქმება შეგეძლებათ ვადის ამოწურვამდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მოგიწევთ დამატებითი ხარჯის გაწევა და კონტრაქტის დარღვევის კომპენსაციის სახით თქვენ გადაიხდით მანამდე მიღებული დანაზოგის ორმაგ ოდენობას, რაც შესაძლოა საკმაოდ ძვირი დაგიჯდეთ.ამასთან, დაქირავებული სპეციალისტის განთავისუფლება შეუძლებელია კონტრაქტის პირველი და ბოლო კვირის მიმდინარეობისას არსებული დროის მონაკვეთში, ხოლო სხვა მხრივ არანაირი შეზღუდვა არ გექნებათ და შეგიძლიათ იმ სიხშირით ცვალოთ თქვენი თანამშრომლები როგორც მოგესურვებათ.

კონტრაქტის დარღვევა

როდესაც წინასწარ გააუქმებთ კონტრაქტს, კომპენსაციის სახით თქვენ გადაიხდით მანამდე მიღებული დანაზოგის ორმაგ ოდენობას. მაგალითად, თუ თქვენ გაფორმებული გქონდათ 13 კვირიანი კონტრაქტი მე-3 დონის სპეციალისტთან და გსურთ კონტრაქტის გაწყვეტა მე-8 კვირაში, გადასახდელი კომპენსაციის გამოთვლა ასე მოხდება: 8 კვირის განმავლობაში თქვენ მას ყოველკვირეულად გადაუხადეთ 4 800 US$ (ჯამში 38 400 US$), მაგრამ თუ თქვენ მას გაუფორმებდით 8 კვირიან კონტრაქტს, თქვენს მიერ გადასახდელი ხელფასი იქნებოდა 8-ჯერ 6 000 US$ (ჯამში 48 000 US$). დანაზოგი გამოდის 9 600 US$ და ამიტომ კონტრაქტის დარღვევისათვის გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა იქნება 19 200 US$.

ხარჯი/კვირაში

კონტრაქტის ხანგრძლივობა დონე 1 დონე 2 დონე 3 დონე 4 დონე 5
1 კვირა 2 115 US$ 4 230 US$ 8 460 US$ 16 920 US$ 33 840 US$
2 კვირა 2 055 US$ 4 110 US$ 8 220 US$ 16 440 US$ 32 880 US$
3 კვირა 1 890 US$ 3 780 US$ 7 560 US$ 15 120 US$ 30 240 US$
4 კვირა 1 770 US$ 3 540 US$ 7 080 US$ 14 160 US$ 28 320 US$
5 კვირა 1 710 US$ 3 420 US$ 6 840 US$ 13 680 US$ 27 360 US$
6 კვირა 1 650 US$ 3 300 US$ 6 600 US$ 13 200 US$ 26 400 US$
7 კვირა 1 575 US$ 3 150 US$ 6 300 US$ 12 600 US$ 25 200 US$
8 კვირა 1 500 US$ 3 000 US$ 6 000 US$ 12 000 US$ 24 000 US$
9 კვირა 1 440 US$ 2 880 US$ 5 760 US$ 11 520 US$ 23 040 US$
10 კვირა 1 380 US$ 2 760 US$ 5 520 US$ 11 040 US$ 22 080 US$
11 კვირა 1 320 US$ 2 640 US$ 5 280 US$ 10 560 US$ 21 120 US$
12 კვირა 1 260 US$ 2 520 US$ 5 040 US$ 10 080 US$ 20 160 US$
13 კვირა 1 200 US$ 2 400 US$ 4 800 US$ 9 600 US$ 19 200 US$
14 კვირა 1 140 US$ 2 280 US$ 4 560 US$ 9 120 US$ 18 240 US$
15 კვირა 1 080 US$ 2 160 US$ 4 320 US$ 8 640 US$ 17 280 US$
16 კვირა 1 020 US$ 2 040 US$ 4 080 US$ 8 160 US$ 16 320 US$

თანამშრომელთა კატეგორიები

დამხმარე მწვრთნელი

ვარჯიშის სისწრაფის ბონუსი, რომელსაც იძლევიან დამხამრე მწვრთნელები, ემატება გუნდის მიმდინარე ვარჯიშს. დარწმუნდით, რომ გყავთ კარგი ჩვეულებრივი მწვრთნელი მანამ სანამ დაიწყებთ ფულის გადახდას დამხმარე მწვრთნელში. ხოლო როდესაც უკვე გყავთ კომპეტენტური მთავარი მწვრთნელი, მაშინ მაღალი დონის დამხამრე მწვრთნელის აყვანა ნებისმიერი გუნდისათვის კარგი არჩევანია.

დონე ვარჯიშის სიჩქარე ტრავმის რისკი ფორმა
დონე: 0
არანაირი ბონუსი 40% არანაირი ბონუსი
დონე: 1
+3,5% +2,5% +0,05
დონე: 2
+7% +5% +0,1
დონე: 3
+10,5% +7,5% +0,15
დონე: 4
+14% +10% +0,2
დონე: 5
+17,5% +12,5% +0,25

ეფექტი დეტალურად

ეს ბონუსი ემატება გუნდის მიმდინარე ვარჯიშს და დამოკიდებულია მთავარი მწვრთნელის ხარისხზე, თქვენს მიერ არჩეულ ინტენსივობაზე ვარჯიშის ტიპისა და გამძლეობისა. მაგალითისათვის, თუ თქვენ გყავთ კარგი მწვრთნელი ვარჯიშის 100%–იანი ინტენსივობით და 10 პროცენტიანი გამძლეობის ვარჯიშით მაშინ ამ ტემპით თქვენ გეყოლებათ 22 წლის შესანიშნავი ნახევარმცველი.

დამხმარე მწვრთნელის არ ყოლა: 8 კვირა დონის შემდეგ მომატებამდე.
5 დონემდე მწვრთნელთა კომბინაცია: 7 კვირა დონის შემდეგ მომატებამდე.
10 დონემდე მწვრთნელთა კომბინაცია: 6 კვირა დონის შემდეგ მომატებამდე.

თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ერთი ან ორი დამხმარე მწვრთნელი. თუ თქვენ გყავთ ორი დამხმარე მწვრთნელი, მაშინ მათი დონეების კომბინაცია შექმნის ერთიან ბონუსს. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი მეოთხე დონის დამხმარე მწვრთნელის ბონუსი იგივეა, რაც ორი მეორე დონის დამხმარე მწვრთნელისა იქნება ერთდროულად.

ვარჯიშის შედეგებთან ერთად დამხმარე მწვრთნელებსაც აქვთ ორმხრივი ეფექტი. ფორმა გაუმჯობესდა, მაგრამ არის ტრავმის რისკიც.

ტრავმის რისკი იანგარიშება, როგორც ერთ თამაშში საშუალოდ მიღებული ტრამვების რაოდენობა, რომელიც ითვლება მთლიანი გუნდისათვის და არა ერთი ფეხბურთელისთვის. ტრავმის ალბათობის საწყისი მნიშვნელობა არის 0.4 ტრამვა ერთ თამაშზე ყოველი გუნდისათვის. მეხუთე დონის ექიმის ყოლის შემთხვევაში ეს რისკი მცირდება 0.025-მდე. დამხმარე მწვრთნელის თითოეული დონე ტრამვის რისკს ზრდის 0.025-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე დონის დამხმარე მწვრთნელი ტრამვის მიღების შანსს გაზრდის 0.525-მდე (მეხუთე დონის ექიმის ყოლის შემთხვევაში 0.15-მდე) ხოლო თუ გყავთ მეხუთე დონის ორი დამხმარე მწვრთნელი მაშინ რისკი გაიზრდება 0.65-მდე (მეხუთე დონის ექიმის შემთხვევაში 0.275-მდე)

როგორც უკვე აღნიშნულ იქნა, დამხარე მწვრთნელების კიდევ ერთი პოზიტიური ეფექტი არის ის, რომ ისინი დადებითად მოქმედებენ ფეხბურთელთა საბაზისო ფორმის ცვალებადობის ტენდენციაზე(რაც მოგვიანებით გავლენას ახდენს მიმდინარე ფორმაზეც). თუ თქვენი დამხმარე მწვრთნელების დონე ჯამში 10-ს უდრის, ეს ნიშნავს იმას, რომ საბაზისო ფორმა მოიმატებს 0.5 დონით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ გყავთ მეხუთე დონის ორი დახმარე მწვრთნელი, მათი ეფექტი იქნება იმის ნახევარი, რაც მოაქვს მეხუთე დონის ფორმის მწვრთნელს.

კატეგორიებში დაბრუნება

ექიმი

ექიმები პასუხისმგებელნი არიან ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი მუშაობენ ტრავმების თავიდან აცილებაზე ისევე როგორც ტრავმირებული ფეხბურთელის გამოჯანმრთელებაზე. გუნდში ექიმის ყოლა ამცირებს თამაშში ფეხბურთელის მიერ ტრამვის მიღების რისკს და აგრეთვე ამცირებს იმ დროსაც რა დროც ჭირდება ტრავმირებულ ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად.

დონე აღდგენის სიჩქარე ტრავმის რისკი
დონე: 0
არანაირი ბონუსი 40%
დონე: 1
+20% -7,5%
დონე: 2
+40% -15%
დონე: 3
+60% -22,5%
დონე: 4
+80% -30%
დონე: 5
+100% -37,5%

ეფექტი დეტალურად

ყოველთვის, როდესაც თქვენი გუნდი თამაშობს მატჩს, არის შანსი ფეხბურთელის ტრამვირებისა. გუნდში ექიმის ყოლა ამ რისკს ამცირებს, ყველა ფეხბურთელისათვის გუნდში. მეხუთე დონის ექიმი ამცირებს ამ რისკს 0.4 ტრავიდან 0,025 ტრავმამდე მატჩში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი მაინც შეიძლება გაიზარდოს სხვა ფაქტორებით მაგ. ექსტრა დამხმარე მწვრთნელის დაქირავებით.

თუ ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, ექიმებს შეუძლიათ დააჩქარონ მისი გამოჯანმრთელება. ჰეთთრიქში, ტრავმის შემდეგ ჩანს კვირის რაოდენობა რაც დაჭირდება ფეხბურთელს გამოჯანმრთელებისთვის. ყოველდღიურად ფეხბურთელის ჯანმრთელობა უკეთესდება, მანამ სანამ არ მივა 90%–ზე (ამ დროს უკვე შეუძლია თამაში მაგრამ არ არის სრულად გამოჯანმრთელებული) და ამის შემდეგ ჯანმრთელობა ადის 100%–ზე და ეს ნიშნავს, რომ ტრავმის კვალი აღარ არის ანუ სრულად გამოჯანმრთელდა.

გრაფიკი გვიჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ფეხბურთელის გამოჯანმრთელება იმავე ტრავმის შემდეგ, იმის მიხედვით გყავთ თუ არა ექიმი დაქირავებული. ექიმის გარეშე 19 წლის ფეხბურთელი გამოჯანმრთელდება 3 კვირაში. მეორე დონის ექიმის ყოლის შემთხვევაში კი დაახლოებით 2 კვირაში. მეხუთე დონის ექიმით კი 1,5 კვირაში

29 წლის ფეხბურთელი იმავე სახის ტრავმისგან განიკურნება ექიმის გარეშე 6 კვირაში. პირველი დონის ექიმი შეამცირებს ამ დროს 5 კვირამდე, ხოლო მეხუთე დონის ექიმი 3 კვირამდე.

კატეგორიებში დაბრუნება

სპორტული ფსიქოლოგები

თამაშში მენტალურ მხარეს თითქმის იგივე მნიშვნელობა აქვს როგორც ფიზიკურ მომზადებას. სპორული ფსიქოლოგის დაქირავება, თქვენს გუნდში შექმნის გამარჯვების ატმოსფეროს და ეს აუცილებლად დაგეხმარებათ. ასეთი ტიპის თანამშრომელი იზრუნებს თქვენი გუნდის განწყობაზე და აგრეთვე მოუმატებს თავდაჯერებულობას მთლიან გუნდს.

დონე გუნდის განწყობა თავდაჯერებულობა
დონე: 0
არანაირი ბონუსი არანაირი ბონუსი
დონე: 1
+0,1 +0,2
დონე: 2
+0,2 +0,4
დონე: 3
+0,3 +0,6
დონე: 4
+0,4 +0,8
დონე: 5
+0,5 +1

ეფექტი დეტალურად

გუნდის განწყობაზე მოქმედებს თუ როგორ შემართებით თამაშობდნენ თქვენი ფეხბურთელები წინა მატჩებში. მატჩის დასრულებისთანავე, გუნდის განწყობამ შეიძლება აიწიოს ან დაიწიოს და ეს დამოკიდებულია მატჩში ფეხბურთელების შემართებაზე. მაგრამ შემდეგ მატჩამდე ეს განწყობა ვეღარ მოიმატებს და ეს ნიშნავს იმას, რომ ნელ-ნელა დაიწევს დაბლა. სპორტული ფისიქოლოგი გეხმარებათ და აუმჯობესებს ამ პროცესს. შეიძლება ითქვას, რომ აბალანსებს პროცესს. ბალანსის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მაღალია გუნდის განწყობა, მით უფრო ნელა დავარდება ის, ხოლო რაც უფრო დაბალია განწყობა მით უფრო მალე მოიმატებს. ბონუსი რომელსაც გეძლევათ არის 1/10 განწყობის დონისა, სპეციალისტის 1 დონეზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მეხუთე დონის სპორტული ფსიქოლოგი ზრდის თქვენი გუნდის განწყობის საბაზისო დონეს 1/2-ით.

თქვენი გუნდის თავდაჯერებულობაზე აგრეთვე მუშაობს სპორტული ფსიქოლოგი. ეს არის ის რაც პირდაპირ კავშირშია თქვენი გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგთან და იმასთან თუ რამდენ გოლს გაიტანს გუნდი. სპორტული ფსიქოლოგი გაძლევთ ბონუსს და ეს ბონუსი არის ერთი მთლიანი დონე განწყობისა მეხუთე დონის სპეციალისტის შემთხვევაში, ან ეს ბონუსი არის 1/5 თითო დონეზე.

კატეგორიებში დაბრუნება

ფორმის მწვრთნელი

ფეხბურთელის მიერ ნაჩვენები თამაშის ხაარისხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ მის ტექნიკურ უნარებსა და გამძლეობაზე. ფეხბურთელი შესაძლოა იყოს ფორმაში ან არ იყოს, ფორმის ცვლილება კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ მენტალურზე.

ფორმის მწვრთნელი სპეციალიზირებულია იმისთვის, რომ მოხდეს ფეხბურთელების მაქსიმალურად გამოყენება. ის უნარჩუნებს გუნდს მოტივაციას. ფორმის მწვრთნელის დაქირავება არ არის ის რაც მაშინვე მოგიტანთ ეფექტს - მაგრამ ზოგიერთ გუნდს შესაძლოა ქონდეს ისეთი სიტუაცია რაშიც ეს ძალიან დაეხმარება.

დონე ფორმა
დონე: 0
არანაირი ბონუსი
დონე: 1
+0,2
დონე: 2
+0,4
დონე: 3
+0,6
დონე: 4
+0,8
დონე: 5
+1

ეფექტი დეტალურად

ფეხბურთელის ფორმის დონე განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ახლოს არის იგი თამაშის დროს თავისი პოტენციალის მაქსიმუმის გამოვლენასთან. ფეხბურთელის ფორმის რიცხვითი მნიშვნელობა გვიჩვენებს მისი ფორმის მიმდინარე დონეს და სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება მატჩის სიმულატორში. თუმცა, მიმდინარე ფორმა ცვალებადი ხასიათის არის და ვარჯიშის განახლებისას იგი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო იმ მნიშვნელობას, რომელიც ზეგავლენას ახდენს მიმდინარე ფორმის ცვლილებაზე ეწოდება "საბაზისო ფორმა". ფორმის მწვრთნელის გამოყენების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ბონუსს საბაზისო ფორმის განახლებისას, რაც გამოიხატება იმაში, რომ საბაზისო ფორმის გადათვლისას (რომელიც ხდება დაახლოებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ) ფორმის მწვრთნელის თითოეული უნარი საბაზისო ფორმის ახალ მნიშვნელობას გაზრდის 0.2 დონით. ეს ნიშნავს იმას, რომ განახლების დროს მე-5 დონის ფორმის მწვრთნელი საბაზისო ფორმის ახალ მნიშვნელობას სრულ ერთ დონეს მოუმატებს(მაგ. თუ საბაზისო ფორმის გადაანგარიშებისას გადაწყდა, რომ განახლების შემდეგ საბაზისო ფორმის ახალი მნიშვნელობა უნდა იყოს 6, ამ მაჩვენებელს მე-5 დონის ფორმის მწვრთნელი დაუმატებს სრულ 1 დონეს და ახალი საბაზისო ფორმის მნიშვნელობა იქნება 7, რომლისკენაც მიმდინარე ფორმამ უნდა აიღოს გეზი). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საბაზისო ფორმა შესაძლოა მაინც დაეცეს და ამან გამოიწვიოს მიმდინარე ფორმის ვარდნაც, მაგრამ თქვენი ფეხბურთელების ფორმა საშუალოდ შედარებით უფრო მაღალი იქნება.

კატეგორიებში დაბრუნება

ფინანსური დირექტორი

ფინანსური დირექტორი ზრდის მენეჯერის ეკონომიკურ მოქნილობას. ამ სახის სპეციალისტი სასარგებლო არის მხოლოდ მდიდარი კლუბების მენეჯერებისთვის.

(თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი, თქვენთვის არ იქნება საჭირო ფინანსური დირექტორის თავიდანვე დაქირავება.)

ჩვეულებრივ, საბჭო დააწესებს ლიმიტს, რომლის დახარჯვაც შეეძლება მენეჯერს მაგალითად ხელფასებში, ფეხბურთლების შესაძენად ან არენისათვის. დანარჩენი თანხა დარეზერვდება საბჭოს მიერ იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს კლუბის სტაბილური მომავალი. საჭიროების შემთხვევაში საბჭო გამოყოფს ნაღდ ფულს რეზერვიდან და გადაიტანს სამუშაო კაპიტალში, მაგრამ ეს მოხდება ნაწილ-ნაწილ ყოველკვირეულად გარკვეული ოდენობით. ამასთან ხელმისაწვდომი ნაღდი ფულის ლიმიტს ზემოთ არსებული თანხები ყოველკვირეულად გადავა რეზერვში და ეს მოხდება მიმდინარე ანგარიშზე არსებული მთლიანი ნაღდი ფულის 2%-ის ოდენობით.

ფინანსური დირექტორის დაქირავებით საბჭო მოგცემთ სამუშაო კაპიტალის ლიმიტის გაზრდის საშუალებას და აგრეთვე დააჩქარებს რეზერვიდან ნაღდი ფულის დაბრუნებას. ეს მენეჯერს აძლევს შესაძლებლობას იმაზე უფრო აქტიურად გამოიყენოს თანხები ვიდრე ამაზე საბჭო სხვა შემთხვევაში დასთანხმდებოდა. ფინანსური დირექტორის ყოლა შესაძლოა აუცილებელი იყოს იმ გუნდთათვის, რომელნიც ფულს აგროვებდნენ რამდენიმე სეზონის მანძილზე და ახლა სურვილი აქვთ, რომ დიდი ოდენობით დახარჯონ იგი იმისათვის, რათა შეიძინონ ფეხბურთელები და მიაღწიონ წარმატებას თასზე ან დივიზიონში.

დონე ლიმიტი ნაღდ ფულზე დაბრუნება/კვირა
დონე: 0
15 000 000 US$ 50 000 US$
დონე: 1
17 000 000 US$ 100 000 US$
დონე: 2
19 000 000 US$ 200 000 US$
დონე: 3
21 000 000 US$ 300 000 US$
დონე: 4
23 000 000 US$ 400 000 US$
დონე: 5
25 000 000 US$ 500 000 US$

მაგალითი: საფეხბურთო მაგნატის გუნდმა ანგარიშზე დააგროვა 40 000 000 US$. ფინანსური დირექტორის გარეშე საბჭო მენეჯერს უფლებას მისცემს, ერთ ჯერზე დახარჯოს მხოლოდ 15 000 000 US$. თუ მენეჯერმა დახარჯა 2 000 000 US$, მას მიმდინარე ანგარიშზე ხელმისაწვდომი ნაღდი ფული შეუმცირდება და ექნება 13 000 000 US$. ამის გამო საბჭო კვლავ დაიწყებს რეზერვიდან დამატებითი თანხების გამყოფას მენეჯერისთვის, მაგრამ ნაღდი ფულის გადმორიცხვა ძალიან ნელი ტემპით მოხდება და ეს ოდენობა იქნება კვირაში 50 000 US$.

ახლა ვთქვათ მაგნატის გუნდმა დაიქირავა მესამე დონის ფინანსური დირექტორი. ამ შემთხვევაში საბჭო უფრო თავდაჯერებული იქნება, რომ კლუბისთვის გამოყოფილი თანხების განკარგვა გაცილებით მიზანმიმართულად მოხდება, რის გამოც ხელმისაწვდომი ნაღდი ფულის ლიმიტი გაიზრდება 21 000 000 US$-ს ოდენობამდე და გაზრდილი მიმდინარე ანგარიშის შესავსებად საბჭოს მიერ ნაღდი ფულის სახით ყოველ კვირას რეზერვებიდან გადმოირიცხება 300 000 US$. მომავალში, როგორც კი ნაღდი ფული 21 000 000 US$-ს ოდენობას ჩამოსცდება, დამატებით 300 000 US$ ყოველკვირეულად გადავა კლუბის ანგარიშზე რეზერვიდან, ხოლო თუ ხელმისაწვდომი ნაღდი ფულის მოცულობა მოიმატებს და ეს რაოდენობა ასცდება 21 000 000 US$-ან ლიმიტს(მაგ. ფეხბურთელთა გაყიდვის შედეგად), მაშინ კლუბის ანგარიშიდან რეზერვში ყოველკვირეულად გადავა მიმდინარე ანგარიშზე არსებული ნაღდი ფულის 2%-ის ოდენობის ტოლი თანხა.

კატეგორიებში დაბრუნება

ტაქტიკური ასისტენტი

ტაქტიკური ასისტენტის დაქირავებით ხელმისაწვდომი ხდება დამატებითი სტრატეგიული შესაძლებლობები მატჩის დაგეგმვისას. აღსანიშნავია რომ ტაქტიკური ასისტენტით სარგებლობის ეფექტი ძირითადად მოკლევადიან პრინციპებზეა დაფუძნებული და იგ მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვრცელდება, ყოველივე ამის გათვალისწინებით ეცადეთ მაშინ დაიქირაოთ იგი როცა ის რეალურად სჭირდება თქვენს გუნდს.

დონე დამატებითი სათადარიგოები / ბრძანებები თამაშის სტილის მოქნილობა
დონე: 0
არანაირი ბონუსი არანაირი ბონუსი
დონე: 1
+1 +20pp
დონე: 2
+2 +40pp
დონე: 3
+3 +60pp
დონე: 4
+4 +80pp
დონე: 5
+5 +100pp

ეფექტი დეტალურად

ნაცვლად ხუთი ბრძანებისა თითოეულ მატჩში (რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ცვლილებებისთვის, მოთამაშის ქცევით ფუნქციის ან პოზიციის გადანაცვლებისთვის) ახლა უკვე შეგიძლიათ მიიღოთ ერთი დამატებითი ბრძანება, დამხმარე ასისტენტის თითოეულ დონეზე, ანუ თქვენ მიიღებთ მაქსიმუმ 10 ბრძანებას მატჩში მე-5 დონის ტაქტიკური ასისტენტით. დაიმახსოვრეთ, რომ სამი ცვლილება თითოეულ მატჩში ისევ ძალაშია, მაშინაც კი თუ გყავთ დაქირავებული ტაქტიკური ასისტენტი.

თამაშის სტილი იცვლება 100%-ით დაცვიდან (დაცვითი სტილის მწვრთნელისთვის) 100%-ით შეტევამდე (მისთვის ვინც უპირატესობას შემტევ მწვრთნელს ანიჭებს), ნეიტრალური ტიპის მწვრთნელი იმყოფება ამ ორი ტიპის მწვრთნელებს შორის. სამატჩო ბრძანებების გვერდზე თქვენ გექნებათ საშუალება შეცვალოთ თამაშის სტილი ნებისმიერი მატჩისთვის, სადაც თქვენი ტაქტიკური ასისტენტის კვალიფიციურობის თითოეული დონე მოგცემთ 20%-იან მოქნილობის ქულას თქვენი გუნდის მოქმედი მწვრთნელის სათამაშო სტილთან შედარებით.

მაგალითად თუ თქვენ გყავთ მწვრთნელი რომელიც არის დაცვითი სტილის და ასევე დამატებით დაქირავებული გყავთ მე-5 დონის ტაქტიკური ასისტენტი, მაშინ თქვენ გაქვთ საშუალება აირჩიოთ თამაშის სტილი 100% დაცვითიდან ნეიტრალურამდე. თუ თქვენ გუნდში გყავთ ნეიტრალური მწვრთნელი და ასევე მე-5 დონის ტაქტიკური ასისტენტი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თამაშის სტილი 50%-ით, როგორც ნეიტრალურიდან დაცვისკენ, ასევე ნეიტრალურიდან შეტევისაკენ.

გახსოვდეთ, რომ ტაქტიკური ასისტენტი მატჩის მსვლელობისას უნდა გყავდეთ პერსონალის შემადგენლობაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გასცემთ ბრძანებებს ტაქტიკური ასისტენტის დახმარებით და შემდგომ მას გაათავისუფლებთ ან შეუწყდება კონტრაქტი, მაშინ თამაშის სიმულაცია მოხდება დამატებითი ცვლილებების/ბრძანებების გარეშე და მატჩში არჩეული სათამაშო სტილი იქნება თქვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის სათამაშო ორიენტაციის შესაბამისი.

 
Server 070