ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ჰეთთრიქ მასტერსი

ჰეთთრიქ მასტერსი საერთაშორისო ტურინირი არის, რომელშიც თასის და ჩემპიონატის გამარჯვებულები მონაწილეობენ. ის თამაშდება 4 კვირის განმავლობაში, ყოველ სეზონში ლიგის მე-4 ტურის შემდეგ. მატჩები ორშაბათობით (16:00 CET) და ხუთშაბათობით (20:00 CET) საათზე იმართება.

განრიგი

მასტერსში ერთმანეთს 256 გუნდი ეჯიბრება და გათამაშება სათასო სისტემით 8 წრედ მიმდინარეობს. თითოეულ წრეში კენჭისყრა სრულიად შემთხვევითობის პრინციპით აწყვილებს გუნდებს და მატჩები ნეიტრალურ მოედანზე იმართება.

იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი წრის სრულად შესავსებად საკმარისი გუნდების რაოდენობა არ იკრიბება, რამოდენიმე იღბლიანი გუნდი (შემთხვევითობის პრინციპით) ტურნირს პირდაპირ მეორე წრიდან შეუერთდება. გუნდი, რომელიც თასის ან ლიგის გამარჯვებული გახდა და გათამაშების დაწყებამდე გაკოტრდა (ან შეეცვალა მფლობელი), მასტერსში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. თუ გუნდი რომელიმე სეზონში თასის და ლიგის გათამაშებასაც ერთდროულად მოიგებს, შესაბამისად მასტერსის ტურნირზე ამ ქვეყნიდან მხოლოდ ერთი კლუბი იქნება წარმოდგენილი.

ტურნირის განსაკუთრებული წესები

არსებობს განსაკუთრებული წესები, რომლებიც მასტერსზე ვრცელდება:

ბარათები და ტრავმები: ბარათები არ მოქმედებს (რა თქმა უნდა, თამაშში მიღებული წითელი ბარათების გარდა, რომლებიც თავად კონკრეტულ მატჩზე აისახება), მაგრამ ტრავმები ჩვეულებრივად ვრცელდება.

გუნდის განწყობა: "სეზონის მატჩით" (მოთსი) ან "ნახევარი ძალით თამაშით" (ფიქი) თქვენი გუნდის განწყობა არ დაიწევს/აიწევს ისეთივე მაღალი ეფექტით, როგორც ეს რეგულარული მატჩების შემდეგ ხდება. თუმცა, თავად მატჩის განმავლობაში, ეფექტი იგივეა, როგორც ეს რეგულარული შეხვედრის მიმდინარეობისას ხდება.

ვარჯიში: მასტერსის თამაშები არ მოქმედებს მოთამაშეების ვარჯიშზე.

შემოსავალი მასტერსში

მატჩის ორივე მონაწილე 50/50-ზე იყოფს მაყურებლებისაგან შემოსულ ფულს. ხოლო საუკეთესო გუნდები დამატებით საპრიზო თანხით ჯილდოვდებიან, როგორც ეს ქვემოთაა ნაჩვენები.

ჰეთთრიქ მასტერსის გამარჯვებული მიიღებს 800 000 US$, მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს 400 000 US$, ხოლო დამარცხებული ორი ნახევარფინალისტი 200 000 US$. მეოთხედფინალში გავარდნილი გუნდების საპრიზო თანხაა 100 000 US$ და მერვედფინალში გავარდნილების 50 000 US$.

 
Server 071