ჩვენ ვიყენებთ cookies-ს - ის გვეხმარება თქვენთან უფრო კარგი ონლაინ კავშირის დამყარებაში.
ჩვენი საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით გზას, რომლითაც ჩვენ შევდივართ თქვენი მოწყობილობის cookies-ში.

თამაშის წესები

ჰეთთრიქი სრულიად უფასოა. ჩვენ უბრალოდ მოვითხოვთ დაიცვათ ჩვენი მარტივი წესები. თუ ფიქრობთ, რომ ვინმე არღვევს წესებს, გთხოვთ, მიმართეთ გეიმმასტერებს.

ჰეთთრიქის პერსონალი მუდმივად ცდილობს თამაშის გაუმჯობესებას. ყოველ წუთს შეიძლება თამაშში რაღაც შეიცვალოს და ახალი რამ გაჩნდეს, თუმცა უმთავრესი სისტემური ცვლილებები ძირითადად სეზონებს შორის ხდება. ჰეთთრიქი მუდმივად განვითარებადი თამაშია, რომელიც არასდროს „მთავრდება“, ამიტომ, ზოგჯერ იძულებულნი ვართ, ოდნავ შევცვალოთ ესა თუ ის ასპექტი, თუნდაც იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ზოგიერთი გუნდი აბსოლუტურად დაუძლეველი არ გახდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სათამაშო პროცესის მონიტორინგისას მისი პროგრამისტები ზოგჯერ იძულებულნი არიან მასზე მართვითი ზეგავლენა მოახდინონ. ისინი ამის გაკეთებას მაქსიმალურად სამართლიანად და უმტკივნეულოდ ცდილობენ, თან ამის შესახებ ყველას ბევრად ადრე აფრთხილებენ, რათა მომხმარებელს მომავალი ცვლილების გასათვალისწინებლად საკმარისი დრო ჰქონდეს. თუმცაღა, ცალკეულ შემთხვევებში სიტუაცია დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვს.

ჩვეულებრივად, სერვერები ყოველთვის მზად არიან საქმისთვის, ოპერატიული ჩარევებით და განახლებებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გაგაფრთხილოთ, როცა სერვერი შეიძლება შეფერხდეს, მაგრამ ზოგ ვითარებაში ჩვენ გვიხდება პრობლემებთან შებრძოლება წინასწარ გაფრთხილების გარეშე.

ხანდახან გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება, როგორიცაა პროგრამული ჩავარდნები (ე.წ. ბაგები). თუ თქვენ რაიმე საეჭვო აღმოაჩინეთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ გეიმმასტერს და ჩვენ მაშინვე გავერკვევით სიტუაციაში. როდესაც ჩვენ შეცდომებს ვასწორებთ, ვცდილობთ რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებულნი ვიყოთ, თუმცა პრაქტიკული მიზეზების გამო მატჩის გადათამაშება შეუძლებელია. მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილება, თამაშის გამფუჭებელი მოედნის ხარვეზები ან უბრალო უიღბლობა, როგორც უკვე ითქვა, თამაშის ნაწილია.

 
 
შეაფასეთ გვერდი
Server 095