ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

თამაშის წესები

ფორუმის წესები და მოდერატორები

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი საზოგადოებით და განსაკუთრებით ჩვენი ფორუმის ასეთი აქტიურობით. ჰეთთრიქის ფორუმზე არის რამდენიმე ჩვენ მიერ დანიშნული მოდერატორი, რომლებიც ეხმარებიან მოთამაშეებს საჭიროების შემთხვევაში და უზრუნველყოფენ ფორუმის სანახაობრიობას. ფორუმზე მოქმედებს თამაშის ჩვეულებრივი წესები, თუმცა ზოგიერთ ფორუმს თავისი წესებიც აქვს, რათა შენარჩუნდეს მეგობრული ატმოსფერო. ზოგიერთ ფორუმს აქვს დამატებითი სპეციალური წესები და ამ წესების ნახვა ყოველთვის შეგიძლიათ, ცალკე თემის სახით შესაბამის ფორუმზე. მოდერატორებს უფლება აქვთ წესების დარღვევა სხვადასხვა სასჯელით დასაჯონ, თამაშის ჯარიმებიდან დაწყებული ფორუმიდან გაგდებით დამთავრებული.

გეიმმასტერებს აქვთ მოდერატორების უფლებებიც და უფრო მეტი დასჯის უფლებებიც აქვთ (მაგალითად თამაშიდან გაგდება). გაითვალისწინეთ, რომ გულშემატკივრის ქონა არ უზრუნველგყოფთ ფორუმიდან გაგდებისგან და გულშემატკივრის ფუნქციები არ აგინაზღაურდებათ ასეთი შემთხვევის დროს.

მოდერატორთა გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლება უფროს მოდერატორთან, რომელთა გადაწყვეტილებაც საბოლოოა. გაითვალისწინეთ, რომ სასჯელი, რომელიც გასაჩივრებულია, საქმის დახურვამდე შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს.

ჰეთთრიქის ფორუმზე ქცევის ჩვენებური წესები არსებობს. დაუშვებელია დაწეროთ:



- სპამი, ანუ ერთი და იმავე შინაარსის შემცველი მრავალი წერილი
- უაზრო წერილების წერა თქვენი თავის პოპულარობის ან რომელიმე თემის წინ წამოწევის გამო
- პროვოკაციული პოსტების წერა და შანტაჟი
- შეურაცხმყოფელი და უზრდელური ენის ხშირი გამოყენება
- რასისტული ან პერსონალური პოსტები; თავდასხმები გარკვეულ ერებსა თუ რელიგიებზე
- პოლიტიკური და რელიგიური დისკუსიები
- დანაშაულის გასაჩივრება (გამოიყენეთ რაპორტის გევრდი).
- არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ რეკლამირება ან დახმარების თხოვნა, სალიცენზიო კოდების მოთხოვნა ან თხოვნა ტორენტისა ან\და სტრიმისა სპურტული მოვლენების.
- იმის მოტყუება, რომ თქვენ ჰეთთრიქის ადმინისტრაციის წევრი ხართ, როცა ეს ასე არ არის
- ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების განხილვა, როდესაც საქმე რომელიმე მოთამაშეს ან სიტუაციას ეხება, ან კორესპონდენციის გამოქვეყნება ჰეთთრიქის ოფიციალური პირების ნებართვის გარეშე.
- გამოიყენეთ ფაბლიკ ფორუმები როგორც ფედერაცის ფორუმი. გთხოვთ პატივი ეცით ლიგისა და ახალგაზრდული ლიგის ფორუმებს, რამეთუ ისინი განკუთვნილნი არიან იმისათვის, რომ დამყარდეს კომუნიკაცია ამ ლიგის წევრებს შორის. ვიზიტორები რა თქმა უნდა შედიან მაგრამ სტუმრებმა არ უნდა გამოიყენონ ეს ფორუმები სხვა თემების განსახილველად.

ფედერაციის განყოფილებები
ფედერაციის ფორუმები(მხარდამჭერის ფუნქცია) უფრო პრივატული ნაწილი გახდება ჰეთთრიქისა, სადაც ფორუმის წევრებს შეეეძლებათ საკუთარი წესების დაკანონება. მიუხედავად ამისა არ არის ნებადართული:
- პოსტები რომლებიც კანონით აკრძალულია (მათ შორის ბმულები უკანანონო მასალებზე)
- ფედერაციის გამოყენება პირადი მიზნებისათვის
- ორგანიზება ან დაგეგმვა აქტიურობებისა, რომლებმაც შესაძლოა შეურაცყოფა მიაყენონ მომხმარებლებს ან ოფიციალურ პირებს
- თანამშრომელთა კონრესპონდენციის გამოქვეყნება ოფიციალურ პირებთან შეუთანხმებლად

სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, ფედერაციის პრეზიდენტებს უფლება აქვთ თავისი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ აქვთ შესაძლებლობა წაშალონ მიზანშეუწონელი მესიჯები და ამოშალონ მომხმარებლები ფედერაციიდან, აგრეთვე შეუძლიათ მოდერატორების დანიშვნა ფედერაციის ფორუმებზე. ამასთან ერთად თქვენ შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გამოხვიდეთ ფედერაციიდან თუ თვლით, რომ ამით აირიდებთ კონფლიქტს თავიდან.
 
Server 070