ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სტადიონი

თქვენ თამაშს პატარა სტადიონით იწყებთ. მომავალში კი სასურველია მისი გაზრდა მეტი შემოსავლების მისაღებად. სტადიონის გვერდზე შეგიძლიათ მისი ყველანაირად მართვა.

შემოსავალი და ხარჯები

თქვენს სტადიონს ოთხი ტიპის სკამები აქვს, რომელთაც განსხვავებული შემოსავალი მოაქვთ და განსხვავებულ ყოველკვირეულ ხარჯებს მოითხოვენ (რისი გადახდაც აუცილებელია).

  შემოსავალი ყოველკვირეული ხარჯი
ტერასები 7 US$ 0.5 US$
ჩვეულებრივი ადგილები 10 US$ 0.7 US$
გადახურული ადგილები 19 US$ 1 US$
ვიპ ადგილები 35 US$ 2.5 US$

საშინაო შეხვედრების რეპორტაჟიდან შეგიძლიათ შეიტყოთ თითოეული ტიპის რამდენი ადგილი გაიყიდა. შემოსავალი სხვადასხვანაირად ნაწილდება გუნდებზე და ეს მატჩის ტიპზეა დამოკიდებული:

ლიგის მატჩები: შემოსავალი მთლიანად მასპინძელ გუნდს რჩება.

სათასო მატჩები: ბილეთების გაყიდვით მიღებული შემოსავლიდან, მასპინძელ გუნდს 67% რჩება, ხოლო სტუმრებს 33%, გარდა ბოლო ექვსი რაუნდის მატჩებისა, რომლებიც ნეიტრალურ მოედანზე იმართება - ამ შემთხვევაში გუნდებს შორის შემოსავალი თანაბრად იყოფა.

ამხანაგურები და საკვალიფიკაციო მატჩები: შემოსავალი თანაბრად იყოფა

მაყურებელთა დასწრება

თქვენს გულშემატკივრებზე, მათ განწყობასა და გულშემატკივართა კლუბის ზომაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი მაყურებელი დაესწრება თქვენს მატჩს. ლიგის თამაშებზე ასევე მნიშვნელოვანია თქვენი და თქვენი ოპონენტის სატურნირო მდგომარეობაც.

ასევე მოქმედებს მეტოქის გულშემატკივრების განწყობა და ფან–კლუბის ზომაც – შესაძლოა ზოგიერთ მათგანს მოუნდეს თამაშზე დასწრება. კიდევ ერთი სასარგებლო ინფორმაცია – სეზონის ბოლოს მაყურებლებს მეტად აინტერესებთ თქვენი მატჩები და ამ დროს დასწრება პიკს აღწევს.

რა თქმა უნდა დასწრებაზე ზემოქმედებას ამინდიც ახდენს. ცუდ ამინდში მაყურებელთა ნაკლები რაოდენობა მოვა. თუმცა მოსული ხალხი ეცდება ძვირიანი ბილეთების შეძენას და ამის წყალობით შესაძლოა თქვენი ფინანსური დანაკარგი უმნიშვნელო აღმოჩნდეს.

სტადიონის გაზრდა

სტადიონის რეკონსტრუქციისთვის თქვენ ქირაობთ შესაბამის კომპანიას და აძლევთ შეკვეთას. შენებას, რასაკვირველია, გარკვეული დრო დასჭირდება – 1 კვირა, ან მეტი, გააჩნია მის ზომას. ამ დროის განმავლობაში თქვენი გუნდი ჩვეულებრივად აგრძელებს თამაშს. ყოველი რეკონსტრუქციისთვის უნდა გადაიხადოთ საწყისი თანხა 10 000 US$ და თითოეული დამატებული თუ მოშორებული სკამის ღირებულება:
  რეკონსტრუქციის ღირებულება თანხის მოშორება
ტერასები 45 US$ 6 US$
ჩვეულებრივი ადგილები 75 US$ 6 US$
გადახურული ადგილები 90 US$ 6 US$
ვიპ ადგილები 300 US$ 6 US$

უკეთესი იქნება, თუ თქვენს სტადიონზე გექნებათ სხვადასხვა სახის დასაჯდომი ადგილები, რათა ყველა გულშემატკივარის ინტერესი დააკმაყოფილოთ. თუმცა, ყველაზე მეტ მაყურებელს ტერასებზე ჯდომა ურჩევნიათ, რადგან მისი ბილეთები ყველაზე იაფია, ამიტომ ტერასები უნდა იყოს ყველაზე მეტი თქვენს სტადიონზე. ზოგს კომფორტულ სკამზე ურჩევნია დაჯდომა, ზოგი აუცილებლად გადახურულში უნდა დაჯდეს, ასე რომ, ასეთი ტიპის სკამებიც საკმარისი უნდა გქონდეთ. ასევე არსებობს მდიდარი საზოგადოებაც, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა სტადიონზე, თუ იქ ვიპ ადგილი ექნება დაჯავშნული, სადაც შეძლებს „ფოე–ფოე სენდვიჩების” ჭამას, გამაგრილებელი სასმელების შეკვეთასა და ბიზნეს–დიალოგის გამართვას პარტნიორებთან. ასეთი მაყურებლები ბევრნი არ არიან, თუმცა მათთვისაც უნდა გქონდეთ ადგილები. გადახურულ და ვიპ ადგილებზე მსხდომ მაყურებელთა რაოდენობაზე ცუდი ამინდი ნაკლებ გავლენას ახდენას.

 
Server 071