ჩვენ ვიყენებთ cookies-ს - ის გვეხმარება თქვენთან უფრო კარგი ონლაინ კავშირის დამყარებაში.
ჩვენი საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით გზას, რომლითაც ჩვენ შევდივართ თქვენი მოწყობილობის cookies-ში.

შესავალი

ეს არის ჰეთთრიქის სახელმძღვანელო. იმისათვის, რომ უფრო დაწვრილებით გაიგოთ თამაშის პრინციპების შესახებ იხილეთ სახელმძღვანელო დამწყებთათვის.

ჰეთთრიქი არის თამაში, სადაც თქვენ მართავთ ვირტუალურ საფეხბურთო გუნდს და ეჯიბრებით უამრავ რეალურ მეტოქეს მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

ჰეთთრიქი მარტივი თამაშია, მისი საწყისების ათვისება საკმაოდ ადვილია. არ მოითხოვს დიდ დროს, საკმარისია კვირაში ორჯერ შემოსვლაც (თუმცა იმედი გვაქვს უფრო ხშირადაც გიხილავთ). მიზანი არა თამაშის დაძლევა, არამედ სხვა რეალურ მოთამაშეებთან შეჯიბრებაა. სწორედ ამ შეჯიბრების პროცესში ჰეთთრიკის მოთამაშეები უმეგობრდებიან ერთმანეთს, რაც ამ თამაშს ურთიერთობისთვის შესანიშნავ ადგილად აქცევს.

თქვენი ამოცანები

თქვენ ხართ კლუბის მენეჯერიც და მფლობელიც. თქვენ გეგმავთ ტაქტიკას და სტრატეგიას, წყვეტთ ვარჯიშის მიმართულებას, არჩევთ რომელმა ფეხბურთელმა ითამაშოს. ყიდულობთ და ყიდით ფეხბურთელებს, აშენებთ სტადიონს და ა.შ. იმისათვის რომ იყოთ წარმატებული, უნდა აირჩიოთ განვითარების სწორი გზა და მიჰყვეთ მას. დიდება და წარმატება არ მოდის შრომის გარეშე.

თქვენი ახალი გუნდი

თქვენი ახალი გუნდი თავიდან თქვენივე ქვეყნის ბოლო ორი დივიზიონიდან ერთ–ერთში გამოდის. საწყის ეტაპზე თქვენ გეძლევათ ფეხბურთელები (რომელთაგანაც ზოგი ნიჭიერია, ზოგი არა), გაქვთ სტადიონი და საწყისი კაპიტალი. ახლა უკვე თქვენი ჯერია, გამოავლინეთ ოსტატობა!

ნუ დამწუხრდებით თქვენი გუნდის სახელის გამო. თქვენ ყოველთვის შეძლებთ შეუცვალოთ მას სახელი სეზონებს შორის შესვენების დროს. ყოველივე ეს თქვენ დაგიჯდებათ 10 000 US$ და ასევე თქვენი გულშემატკივართა კლუბის 3% დატოვებს გუნდის ფანკლუბს, რადგან ისინი ვერ შეეგუებიან გუნდისთვის სახელის შეცვლას.

რეგიონები და ამინდი

თქვენი გუნდი რომელიღაც რეგიონს ეკუთვნის. ეს ის რეგიონია, რომელთანაც სავარაუდოდ თქვენ რაღაც გაკავშირებთ რეალურ ცხოვრებაში. იგი დაგეხმარებათ უფრო ადვილად იპოვოთ თქვენი რეგიონის სხვა მოთამაშეები. რეგიონის მეორე მნიშვნელოვანი ფუნქციაა ამინდი. ყველა რეგიონს ახასიათებს თავისი კლიმატი, თუმცა არ არსებობს ადგილი, სადაც უფრო ხშირადაა ცუდი ამინდი ან პირიქით: ყველა რეგიონი თანაბრად კარგია. ასე რომ, არ შეგეშენდეთ, რეგიონის შერჩევისას ცუდი არჩევანი გამორიცხულია.

ამინდი ზეგავლენას რამდენიმე ფაქტორზე ახდენს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მაყურებელთა დასწრება (წვიმიან ამინდში მატჩს უფრო ნაკლები მაყურებელი ესწრება). ამინდის ნახვა შეგიძლიათ თქვენი რეგიონის გვერდზე. აქ წერია როგორც მიმდინარე დღის ამინდი, ასევე მომდევნო დღის პროგნოზი. მომავალი დღის ამინდი დაკავშირებულია წინა დღესთან. მაგალითად, თუ დღეს მზიანი ამინდია, დიდია შანსი რომ ხვალაც მზე აჭყიტებდეს, ასე რომ ამინდი სრულიად შემთხვევითი არ არის.

თუ გსურთ რეგიონის შეცვლა, ეს უნდა გააკეთოთ სეზონებს შორის შესვენების დროს. თუმცა ეს დაგიჯდებათ 10 000 US$ და ამასთან დაკარგავთ ფანების 3%–ს.

მნიშვნელოვანი რჩევები

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც შეგვიძლია მოგცეთ, არის ის, რომ გაეცნოთ ამ სახელმძღვანელოს. სულაც არ არის აუცილებელი ყველაფრის ერთბაშად წაკითხვა, დასაწყისისათვის საკმარისია რამდენიმე თავის წაკითხვა. თუ გაგიჩნდებათ კითხვები ან დაგჭირდებათ რჩევა, მიმართეთ ფორუმებს – ისინი ზუსტად ამისთვისაა შექმნილი.

ერთადერთი რამ, რასაც დაჟინებით მოვითხოვთ: იმისათვის, რომ თქვენც და სხვებმაც მაქსიმუმი მიიღოთ ჰეთთრიქისგან, არსებობს რამდენიმე ძალიან მარტივი მოქცევის წესი, რომელიც შეგიძლიათ ამოიკითხოთ ჩვენს მთავარ წესებში.
 
 
შეაფასეთ გვერდი
Server 095