ჩვენ ვიყენებთ cookies-ს - ის გვეხმარება თქვენთან უფრო კარგი ონლაინ კავშირის დამყარებაში.
ჩვენი საიტის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით გზას, რომლითაც ჩვენ შევდივართ თქვენი მოწყობილობის cookies-ში.

ჰეთთრიქი საფეხბურთო მენეჯერი – შეუერთდი უფასო საფეხბურთო სამყაროს 

დაბადებისდღეს გილოცავთ Hattrick!



ჰეთთრიქის ისტორია
თამაში წლების მანძილზე
20 წლიანი უწყვეტი ისტორიის მანძილზე, Hattrick გახლავთ უნიკალური თამაში, რომელიც მენეჯერებს აძლევს საშუალებას შექმნან საკუთარი საფეხბურთო გუნდი და მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის ტურნირებში.

Hattrick უფასოა და ეს ყოველთვის ასე იქნება!

გადახედეთ ჩვენს ისტორიას!
დაბადება (1997)
Hattrick დაარსდა 30 აგვისტოს 1997 წელს. თამაში შვედეთშია ხელმისაწვდომი და სტარტს იღებს მხოლოდ 16 გუნდი სატესტო სერიისთვის, მანამ სანამ ნოემბერში 680 გუნდამდე გაზრდამდება.
საკულტო თამაში (1999)
ჰეთთრიქი სწრაფად ხდება საკულტო თამაში შვედეთის ინტერნეტ სივრცის მომხმარებელთათვის და დარეგისტრირებულ მენეჯერთა რაოდენობა 2,728-ს აღწევს. გუნდის მისაღებად ბევრი მომხმარებელი წინასწარ იკავებს რიგს, ხოლო ლოდინის ხანგრძლივობა ერთ წელს აჭარბებს!
მსოფილო ასპარეზი! (2000)
ერთთვიანი გათიშვის შემდეგ, ჰეთთრიქი განახლებული დიზაინით და უამრავი ახალი ფუნქციით ბრუნდება. ჰეთთრიქი სცდება შვედეთის ფარგლებს - თამაში უკვე შესაძლებელი ხდება ინგლისურ ენაზე და იხსნება ახალი საერთაშორისო ლიგები.
მნიშვნელოვანი საფეხურები
2003 წელს ჰეთთრიქი აღნიშნავს 5 წლის იუბილეს, რა დროსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით რეგისტრირებული მენეჯერების რიცხვი 60,000-ს აღწევს.

უკვე მომდევნო წლისათვის ეს მაჩვენებელი 100,000 და 250,000 ნიშულს სცდება!

2007 წელს, 10 წლის იუბილეზე ჰეთთრიქს 900,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
საზოგადოება
ჰეთთრიქის წარმატების უმთავარეს მიზეზს, მასში გაერთიანებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელიც ჩვენ გვეხმარება ვთარგმნოთ თამაში 50-ზე მეტ ენაზე. ჩვენი ფორუმები ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადგილია ინტერნეტ სივრცეში, სადაც მომხმარებლები ზრუნავენ საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებზე, უზიარებენ ერთმანეთს ვარჯიშის სტრატეგიებს ან უბრალოდ საუბრობენ ზოგად თემებზე.
მობილური ვერსიის დაბადება
რამდენადაც ჩვენ ყოველთვის ვებ-ბრაუზერზე ორიენტირებულ გზას ვინარჩუნებდით, სმარტფონების ეპოქის დადგომისთანავე სულ უფრო და უფრო მეტმა მოხმარებელმა იწყო თამაშის მიტოვება. 2012 წლის დასაწყისში ჩვენ გამოვუშვით პირველი აპლიკაცია აიფონებისათვის, ხოლო 2014-ში სრულიად მოდიფიცირებული აპლიკაცია ხელმისაწვდომი გახდა როგორც აიფონის, ისე ანდროიდის პლატფორმაზეც.

დღეს, მომხმარებელთა თითქმის 50% ჰეთთრიქს მობილურის ან პლანშეტის საშუალებით თამაშობს!
 
Server 095